Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ლევან ტიელიძე

გეოგრაფიის მაგისტრი, დოქტორანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი; მისი კვლევის სფეროებია: გლაციოლოგია, გეომორფოლოგია, კარტოგრაფია-გეო საინფორმაციო სისტემები (GIS). არის ერთი მონოგრაფიის, ორი ათეული სამეცნიერო სტატიის, მათ შორის 6 რუკის თანაავტორი, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ატლასის ერთ-ერთი და თბილისის ატლასის ავტორი. თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობს 2006 წლიდან.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდა ექვს სამეცნიერო გრანტში, მათ შორის სამი საერთაშორისო, სამი ადგილობრივი, აქედან იყო ერთის მენეჯერი და ერთის ხელმძღვანელი. 2004-2013 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციებში საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, აგრეთვე თურქეთსა და აზერბაიჯანში. მონაწილეობა აქვს მიღებული შვიდ სამეცნიერო, მათ შორის ექვსი საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციაში.